ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა კომპანია „ლარიფანში“  დაიწყო 2019 წელს. პროგრამისთვის ხდება აქტიური, მოტივირებული, აზარტული, სხარტი და ახალი პროფესიის შესწავლით სერიოზულად დაინტერესებული სტუდენტების შერჩევა. სტაჟირების თეორიული პროგრამა მოიცავს ტრენინგებს ეფექტურ კომუნიკაციაში, საკუთარი შესაძლებლობების სწორად გააზრება-შეფასება-რეალიზებაში, ლიდერობის, გაყიდვების და მარკეტინგის საფუძვლებში. თეორიული სწავლების შედეგის შეფასება ხდება სტაჟირების პრაქტიკულ ნაწილში – რომელიც მოიცავს მინიმუმ 2-4 კვირიან პრაქტიკას ფილდზე მენტორის უშუალო ზედამხედველობით და კიდევ 2 თვიან დამოუკიდებელ პრაქტიკას უკვე მენეჯერთან ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმში. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ენიშნებათ ანაზღაურება კომპანიის მხრიდან, რაც ერთგვარ სამოტივაციო სტიპენდიას წარმოადგენს მათთვის.

მშობელთა პრაქტიკული სკოლის პროექტის ფარგლებში კომპანია „ლარიფანი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ექიმებთან, ფსიქოლოგებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან ბავშვებსა და დედებზე ზრუნვის მიმართულებით. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს დედებისთვის შვილების სწორი კვების, ბალანსირებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის, იმუნომოდულაციის და განსაკუთრებით კი- სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისგან შვილების, ოჯახის და საკუთარი თავის დაცვის გზებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში ეწყობა ინტერაქციულ კონფერენციები, სემინარები პრაქტიკული დავალებებით, მრგვალი მაგიდები ინსცენირებული მაგალითების განხილვით, საქველმოქმედო აქციები და სხვა

ექიმებზე და ფარმაცევტებზე ზრუნვის მიმართულებით კომპანია „ლარიფანი“ თვეში ერთხელ არჩევს სხვადასხვა კლინიკას, სამშობიაროს, აფთიაქების ათეულს და ასაჩუქრებს მათ სამედიცინო პერსონალს ევროპული წარმოების ეფექტური  საშუალებებით იმუნომოდულაციის და ანტივირუსული დაცვისთვის, ორგანიზებას უკეთებს მედ. პერსონალის ინფორმირებას პრევენციული მედიცინის საკითხებში,  რითაც თავისი მცირე წვლილი შეაქვს დარგის პოპულარიზაციის და განვითარების საკითხში.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან

ევროპული ანტივირუსული პრეპარატი - ლარიფანი უკვე 50 წელია იცავს პატარებს გრიპისა და გაციებისგან

გაიგეთ პირველმა

მედიკამენტებზე ფასდკლებების შესახებ

სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბლოგიდან

CoVid-19-თან ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებული დრამატული მოვლენებიდან გამომდინარე გვსურს რეკომენდაცია გავუწიოთ ანტივირუსულ პრეპარატ ლარიფანს, როგორც ეფექტურ საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას…

ნახეთ მეტი

«ლარიფანის» ინექციები კორონავირუსის წინააღმდეგ – რეკომენდაციები «ლარიფანის» ავტორისგან, პროფესორ გუნა ფელდმანესგან

ნახეთ მეტი

მოიძიეთ ლარიფანი

იკითხეთ აფთიაქთა ქსელებში