კატალოგის კლასიფიკატორი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

მომსახურება

ჩვენი ვართ საკონსულტაციო და მარკეტინგული კომპანია, რომელიც ამავე დროს ეწევა მაღალხარისხიანი მედიკამენტების, საკვები დანამატების, დამხმარე სამედიცინო საშუალებების, პარაფარმაციისa სამედიცინო კოსმეტიკის საქართველოში იმპორტსა და დანერგვას ევროპიდან.

ჩვენ მიერ ხორციელდება პროდუქტის დანერგვის ყველა სტადია - შერჩევა, რეგისტრაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და პრომოცია ბაზრის ყველა შესაძლებელსეგმენტში.

ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
  • კონსულტაცია - ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციებს გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ბაზარზე პროდუქტის დანერგვისა და მისიშემდგომში მართვის საკითხებში. ასევე კადრების შერჩევისა და გადანაწილების საკითხებში;
  • დანერგვა - პროდუქტის კონკურენტულ ანალიზზე, ბაზრის განვითარების ანალიზზე, მომხმარებლის ქცევის ანალიზზე და 15 წლიანიგამოცდილებით დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და განვახორციელებთ პროდუქტის დანერგვას ყველაშესაძლებელ სეგმენტში;
  • პრომოცია - პროფესიონალების გამოცდილი ჯგუფი განახორციელებს პროდუქტის პრომოციას როგორც რეცეპტურული ასევე საოტისემიმართულებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე;
  • კადრების შერჩევა - სწორად შერჩეული კადრი წარმატების საწინდარია. ჩვენ უზრუნველვყოფთ კადრების შერჩევასა და გადანაწილებას სწორიმიმართულებით, მათი ცოდნის, გამოცდილების და პოტენციალის გათვალისწინებით.
ჩვენი სამოქმედო არეალი საკონსულტაციო მომსახურების შემთხვევაში - ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორი ნებისმიერი კომპანია საქართველოს მასშტაბით. დანერგვის და პრომოციის შემთხვევაში - ექიმები, ფარმაცევტები.

რატომ ჩვენ?
  • გვაქვს წარმატებული პროექტების 15 წლიანი გამოცდილება;
  • ვიღებთ პასუხიმგებლობას მხოლოდ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია;
  • კეთილსინდისიერად ვასრულებთ დავალებულ სამუშაოს;
  • ნებისმიერი მასშტაბის პროექტი - დიდი თუ პატარა ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია;
  • ვმუშაობთ ხარისხიანად, ჩვენი მუშაობის ეფექტი არ არის ერთჯერადი, არამედ არის მყარი და ხანგრძლივი;
  • ვაღწევთ მაქსიმალურ ეფექტს მინიმალური დანახარჯებით;
  • ჩვენი ათვლის წერტილი კლიენტის და მომხმარებლის ინტერესების დაცვაა.